Thursday, April 5, 2012

სიყვარულიდან სიძულვილამდე ვერასდროს მიხვალ

ძალიან სასიამოვნო ლექსი:)


ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა, რომელს გაუწყრა ღმერთი? 

სიყვარულიდან სიძულვილამდე ნაბიჯიაო ერთი... 
ერთი კი არა, ასი ათასი, მთელი სიცოცხლე ალბათ, 
თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო, მაინც ვერ გალევ ამ გზას.. 
მონატრებიდან მოგონებამდე, თუ მართლა, მართლა გიყვარს, 
სიყვარულიდან სიძულვილამდე, გწამდეს, ვერასდროს მიხვალ.

პროექტის პრეზენტაცია

:_)სიყვარულის სიტყვები

Wednesday, April 4, 2012

ერთი სიყვარულის ისტორია

ამას წინათ გადავაწყდი ერთ-ერთ საიტზე ჩანახატს....:)ძალიან მომეწონა,რადგან ამ სტატიამ შეძლო და ისეთი გრძნობა აღძრა ჩემში,რომ მინდოდა ბევრჯერ წამეკითხა:):

                                                                                                                           05.04.2012
                                                                                   

                                    "ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე"

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, საშინლად მომბეზრდა ყველაფერი, ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე. ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები, ეს მარტო მე კი არ მახვევია, მთელი ქვეყანა ასეთი ხდება. უმიზნო და ცივი, მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე, მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას. რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ, რადგან ჩემი სიყვარული მარტოა, მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა. პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი, ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა. არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ ვიყავი ჩუმათ, ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს, გავიზარდე და დავპატარავდი, საოცრად დავპატარავდი. სიყვარულის ცრემლად ვიქეცი, იმდენად დავპატარავდი. მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება, ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი, არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი. სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე. თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე. ყველაფერი ასე დაიწყო: გავჩდნი, თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა, მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი. ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა, ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის, სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს. მორიდებული ვიყავი, ამიტომ არაფერი არასოდეს არ მხვდებოდა, ვიყავი ჩუმი, მომტირალი. ერთი იყო კაი, რომ ყველასთან საოცრად თბილი ვიყავი, ჩახუტებისთვის გაჩენილი. ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე, ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა ბავშვობაში მძიმე დამისვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა. ნუ იქ რაც მოხდა მე ჩემ თავს დავაბრალე და საკუთარ თავს ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი. წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი, სულ რაღაც რვა წლის. ჩემს უახლოეს ადამიანს საშინელი ალკოჰოლიზმი ჭირდა და ძალიან ხშირად მინახავს უგონოდ მყოფი, თავს საშინლად ვგრძნობდი, საჭირო ოთახში ვიკეტებოდი და ნუგეშს სარკიდან ველოდი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ჩემი მწვალე თვალები მიყურებდნენ. ბავშვობაში მიღებულმა ნერვულმა სტრესებმა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო, ადრე გავიზარდე, ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი. მალე ახალ სკოლაში გადავედი , ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვაბამდი და მეგობრებიც გავიჩინე, ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა, მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე, ხშირად ვტიროდი, იშვიათად ვჭამდი, სკოლაში არ დავდიოდი. ექიმთან მისვლამ საერთოდ ყველაფერი არია, ქალი ისე დაიბნა როდესაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ენა დაება. ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება. მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი. თორმეტი წლის, ყურებამდე შეყვარებული და უცნაური ადამიანი. დაავადებას სიყვარული ვუწოდე, ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე, ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი. ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ სტუმარი მყავდა გულის არეში. სიყვარულს კარი გავუღე და კარგად ვუმასპინძლე, სტუმარს მოეწონა ახალი სახლ-კარი და დითხანს დარჩენა გადაწყვიტა. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემი სიყვარული უფრო ფართოვდებოდა, სიგანეში თუ სიგრძეში მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი. იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯებთან ურთოერთობა მაიძულა, ჩემთვის ურთიერთობა შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ნივთთან, თუ ცხოველთან. კიდევ გადიოდა დრო, კიდევ მიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ რაც  საოცრად გასაკვირი იყო ამ სიყვარულმა შემაყვარა ყველა და ყველაფერი, ვისწავლე ყველაფრის პატიება, ვისწავლე ადამიანის შეცვლა, ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად. 
ეს გრძნობა წესით და რიგით უვნებელი, ძალიან საჭირო გრძნობაა, მაგრამ მე ნამდვილად მავნო. გავხდი მარტოსული, ვიქეცი ადამიანად, რომელსაც არაფერი არ შეეძლო სიყვარულის გარდა. ყველა ხერხს მივმართე იმისთვის, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. სიყვარული იზრდებოდა და ფართოვდებოდა ჩემში. ერთად იმდენი რამ დამიგროვდა, რომ მწვავე ნერვოზი ჩამომიყალიბდა, ყველაფერზე საშინელი რეაქცია მქონდა, ვაწყობდი ისტერიკებს და ეს პატარა ლამაზ თვალება გოგონა ველურ სიყვარულად გადაიქცა, მხოლოდ ჩემი სიყვარული არ მაკმაყოფილებდა, სხვის გრძნობებზე გადავედი, მინდოდა ქვეყანა სიყვარულისგან ამევსო. როდესაც მართლა მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ მე ზედმეტად უცნაური არსება ვიყავი, დავიწყე ფიქრი თუ რა მინდოდა ყველაზე მეტად. ჩემმა ფიქრებმა და ოცნებებმა კვლავ იმამდე მიმიყვანა რაზეც აქამდე ვფიქრობდი: ხის პატარა სახლი, სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი, ემოციებში აბლანდული მე, აცრემლებული თვალები და ბევრი სიყვარული. ვხვდებოდი, როგორ ვბერდებოდი ბავშვი, დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა. მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მაწყობდა. ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში, მინდოდა არ დამესრულებინა ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ვისაც არ უნდა, რომ მოგისმინოს არ მოგისმენს და ვისაც არ უნდა, რომ გაგიგოს ვერ გაგიგებს. 
ყველაფერი მიყვარდა, წვიმა და თოვლი, ქარი და ელვა, ყვავილი და ბალახი, მზე და მთვარე, ვარსკვლავი და ცისარტყელა, მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა, იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. რამდენჯერაც ჩემ გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე, ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად. მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი, გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ. თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი, მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი, ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი, ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემ სიყვარულს შევუერთდი. მას ნაზი, მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა, რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა, მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე, მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი, მთელი ჩემი ბედნიერების სურვილი ვუძღვენი. სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე, ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია, ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა. მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს, რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ, ცრემლი ხელზე დაეცა. ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო, ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის, ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო, ნაზად აკოცა, ხელს შეხედა და ცრემლი აღარ იყო. მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას. 
მის ცრელმად ჩავიღვარე მისივე გულში.

                                                                                                                     ავტორი:?
                                                                                                                            

გალაკტიონი:)


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი


 ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
 მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
 იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა. გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი
. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.
 თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს, ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
 ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
 როგორ, საიდან… არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
 მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
 ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.


უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ


 უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე
 სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება
მწუხარედ,
ნაზად,
მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვიშ უკვდავება,
ჩვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.

   რომელი საათია?


  ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული
 – რომელი საათია? რომელი საათია?
 ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
 მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
 რომელი საათია? რომელი საათია?
 სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე
 – რომელი საათია? რომელი საათია?
 ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
 ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
 - რომელი საათია? რომელი საათია?
 ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
 რომელი საათია? რომელი საათია?
 იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!”

 ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია?
                                                              

                                                     მ ე რ ი



შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,სანდომიან ცის ელვა და ფერიმწუხარე იყო, ვით შემოდგომა!აფეთქებული და მოცახცახეიწოდა ნათელ ალთა კრებული,მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახეიყო იდუმალ გაფითრებული.იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთასხვა არის ლოცვა განუკურნელი.მესმოდა შენი უგონო ფიცი...მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდადა ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...იყო ობლობა და შეცოდება,დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარისად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარიდა განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვეღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.ასე მწუხარე ვიდექი დიდხანსდა ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვებიაშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,რაზე – ვინ იცის, ვინ იცის, მერი!ბედი, რომელიც მე არ მეღირსა –ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.სთქვი: უეცარი გასხივოსნებარად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?რად აშრიალდა ჩემი ოცნება,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?ან „მესაფლავეს“ ვისთვის ვმღეროდი,ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?ქარი და წვიმის წვეთები ხშირიწყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გულიდა მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,ლირი, ყველასგან მიტოვებული.

პოეზია კრებული:)

სიყვარულის პოეზია

სიყვარული ჰოროსკოპის მიხედვით

ბევრს სჯერა,ბევრსაც არაა...მაგრამ ფაქტია ბევრი დამთხვევა ახლავს თან ამ ყოველივეს....საუბარია ჰოროსკოპზე...:)კონკრეტულად წყვილების ურთიერთობაზე..:)


თხის რქა

(22 დეკემბრიდან__ 20 იანვრამდე)
დედამიწის ნიშანია. 
მფარველობს სატურნი. 
ჯიუტი ხასიათისაა, გონებაგახსნილი. თხის რქა ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ამტანი და მტკიცეა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. გულჩახვეულია და პატივმოყვარე. იგი რეალური სინამდვილით ცხოვრობს და ყოველგვარ დაბრკოლებას უდიდესი მოთმინებითა და შეუპოვრობით ლახავს. თხის რქა ახალგაზრდობიდან ისახავს მიზანს დამზადაა მთელი ცხოვრება მისდიოს მას. ასევეა მუშაობაშიც — თხის რქა მას წინასწარ გეგმავს, მონიშნავს და ამუშავებს დეტალებს, რათა შემდგომში არ დახარჯოს დრო წვრილმანებზე. იგი შესანისნვი მუშაკია მრეწველობის ყველა დარგში დანიჭიერი სახელმწიფო მოღვაწეა.
   
ამ ნიშნით დაბადებულნი თითქმის მუდამ პატივისცემით არიან გარემოცულნი, მაგრამ მათთან ძნელია  უშუალო სიახლოვე, ვინაიდან გულჩათხრობილებთან ჭირს გულღია საუბარი.თხის რქას უყვარს ტრადიციები, რესპექტაბელურობა, სტაბილურობა. მისთვის უჩვეულოა იმპულსურობა და რისკი.მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითი ქედმაღლობა ახასიათებს, სულიერად იგი ძლიერ განიცდის საკუთარ იზოლაციას და სურს ირგვლივ მყოფთა სიმპატიები დაიმსახუროს. ხასიათის მიხედვით ხშირად მორცხვი და მგრძნობიარეა, თუმცა მონდომებით მალავს ამას. მას ბრწყინვალე ჭკუა და მეხსიერება  აქვს, მაგრამ კონსერვატიზმი და პედანტიზმი ემუქრება.
თხის რქის ცხოვრების მეორე ნახევარი უფრო კეთილსასურველია, ვიდრე პირველი. როგორც წესი, თუკი გადაწყვეტს დაქორწინებას, უთუოდ გვიან. ეს ნიშანი ამრევლებს ბერბიჭებს.

ქალი, რომელიც ამ ნიშნით არის დაბადებული, დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა: მისი სილამაზე დამომხიბვლელობა წლების განმავლობაში კი არ სუსტდება, არამედ მატულობს და 35 წლის ასაკში უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე 18 წლისა. მაგრამ მასთან არშიყობა ადვილი არ არის, რადგან იგი ბარიერს აღმართავს ხოლმე მასსა და თაყვანისმცემელს შორის. ამ ტიპის ქალი თავისუფლების ტრფიალია. ისინი კარგი მდივნები, დირექტორები, მასწავლებლები, ექიმები არიან. მამაკაც თხის რქის მსგავსად ამ ნიშნის ქალებიც სერიოზულები არიან და წყენასა და ღალატს არ პატიობენ.
   
ნიშნების ურთიერთობა:
არამყარია ვერძთან, სასწორთან, კირჩხიბთან ქორწინება.
ხოლო ქალწულთან, კუროსთან, ღრიანკალთან და თევზებთან შედარებით ჰარმონიული.
კირჩხიბსა და თხის რქას  შორის ადვილად ხდება დაახლოება, მაგრამ მიუხედავად ამისა კავშირი რთულია—ვინაიდან ცხოვრებას სხვადასხვა თვალით უყურებენ, თუმცა ბოლოს დაა ბოლოს ასეთი კავშირი შეიძლებაა მტკიცე გახდეს, რადგან იგი პატივისცემაზე არის დაამყარებული. ტყუპებთან ძნელად ამყარებს ურთიერთობას, ხოლო ხანგრძლივი  კავშირი პრობლემატურია, თუ საერთოდ შესაძლებელია. მტკიცეა კავშირი ლომტან ძალიაან იშვიათია, ამიიტომ მაათი მხოლოდ მეგობრობაა და თანამშრომლობაა რეკომენდირებული. ქალწულის ხასიათი ბევრ რამეში ჰგავს  თვით თხის რქის ხასიათს, ამიტომ შესაძლებელია ბედნიერი ქორწინება. სასწორთან არათუ ქორწინება არამედ ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობაც კი ძალზე იშვიათია. ფრიად დიდი განსხვავებაა მათი ცხოვრების ნირსა და ხასიათებში. ღრიანკალსა და თხის რქას აერთიანებს ამბიციურობა და სამსახურისადმი სიყვარული. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე  მათი ქორწინება შესაძლებელია. კავშირი მშვილდოსანთან  ცალკეულ შემთხვევებში გარანტირებულია ერთმანეთის მიერ. ძალიანხშირად მშვილდოსანი ახერხებს შეცვალოს თხის რქის პედანტური ხასიათი. თავის საკუთარ ნიშანთაან, მიუხედავად დიდი ფიზიკური მიზიდულობისა, თხის რქას შეუძლია მეგობრული კავშირის დამყარება. მერწყულთან, მიუხედავად ხასიათებში ზოგიერთი თვისების მსგავსებისა, იშვიათია ბედნიერი ქორწინება, უმჯობესოა თანამშრომლობა და მეგობრობა. ქორწინება თევზებთან შეიძლებოდა არაჩვეულებრივად ბედნიერი ყოფილიყო უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური მსგავსებისა და ფიზიკური ლტოლვის გამო, მაგრამ ზოგჯერ თხის რქის გულჩახვეულობა შეურაცხმყოფელია ფაქიზი და შთაბეჭდილებიანი თევზებისათვის.
  

მერწყული

(21 იანვარი—18 თებერვალი)
ჰაერის ნიშანია. 
მფარველობს სატურნი და ურანი. 
ემოციური ხასიათი აქვს, ნატურით შტაბეჭდილებიანია. შატურნი პირველია პლანეტებს შორის, რომელიც მფარველობს მერწყულს დააიძულებს მას დაემორჩილოს ბედს, რომელიც ყოველთვის ბედნიერებას არ უქადის. იგია პლანეტა ნაღვლიანი მოგონებებისა, მელანქოლიის, განუხორციელებელი იმედებისა.ურანი კი პირიქით, მოქმედების პლანეტაა და მეცნიერთა სულისჩამდგმელი. ამიტომაც მერწყულს ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი აქვს: ერთის მხრივ—მეოცნებეა, მეორემხრივ ენერგიული, აქტიური, გაბედული. ამ ნიშნით დაბადებულნი ძალიან მიმზიდველნი არიან თავიანთი ადამიანობით.ისინი სხვის მწუხარებას გაიტავისებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათახელი მოუმართონ უბედურებაში ჩავარდნილთ. ამ ნიშნით დაიბადნენ გალილეი, ედისონი და ჟიულ ვერნი. მერწყულისათვის უცხოა პედანტიზმი. მას სძულს რუტინა. ხშირად ზარმაცობს. სამაგიეროდ, ურანის ბატონობის პერიოდში შეუძლია ერთ კვირაში შეასრულოს ერთი თვის სამუშაო. იგი მერყევია, ხშირად არ ენდოობა საკუთარ თვს, მაგრამ მერე სწრაფად ეცვლება  სიმშვიდითა და ენთუზიაზმით. მერწყული მორიდებულია  დაა თავშეკავებული, იშვიათად აწუხებს ირგვლივ მყოფთ თხოვნებით. იგი შესანიშნავი მეცნიერია, განსააკუთრებით ატომური ფიზიკის დარგში, ასევე ბრწყინვალე არქიტექტორი, ლიტერატორი და მსახიობია. შეიძლება უიღბლო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ არა უღიმღამო და ერთფეროვანი. მას ექნება სიღარიბეცა და სიმდიდრეც, ბრწყინვალე წარმატებაცა და კატასტროფაც.
   
მერწყული ქალი. ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალზე მომხიბვლელები არიან. მათში რამდენიმე ქალია, რაც მათ განცდათა გამას უქმნის. მათ უყვართ შრომა და გაურბიან მკაცრ დისციპლინას. საინტერესო მოსაუბრეა და მალე თხოვდება, თუმცა იშვიათად არის ბედნიერი, ვინაიდან გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს.
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება: ძალზე კეთილსასურველია ურთიერთობაკავშირი ტყუპებთან, სასწორთან, მშვილდოსანთან. გარდაუვალი კინკლაობა აქვს ღრიანკალთან, კუროსა და ლომთან. მერწყულთან შეიძლება იქორწინოს ვერძმა. ამ ნიშნისაგან იბადებიან შესანიშნავი ბავშვები. ტყუპთა ნიშანთან მოსალოდნელია ჰარმონიული კავშირი. კირჩხიბთან –ერთგული მეგობრობა აქვს, ხოლო ქორწინება ურთიერთპატივისცემას ემყარება. მართალია, ლომის მიმართ ლტოლვა აქვს, მაგრამ ისინი ცხოვრებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, ამის გამო მათ შორის არ შეიძლება მტკიცე კავშირის დამყარება. ქალწულსა და მერწყულს შორის არსებობს მტკიცეე ფიზიური ლტოლვა, თუმცა კინკლაობა გარდაუვალია. მერწყული იზიდავს სასწორს. მათ შორის კავშირი ძალზე ბედნიერია.


თევზები

(19 თებერვალი—20 მარტი)   
წყლის ნიშანია.
იუპიტერი და ნეპტუნი მფარველობს.
ამოუცნობი ხასიათი აქვს. ნეპტუნი ამ ნიშანს მუდმივ კონტრასებს ანიჭებს. კერძოდ, მშფოთვარებას, განუწყვეტლივ ბრძოლას საკუთარ თავთან. იუპიტერისაგან თევზები ბედნიერ იღბალსა და სიბრძნეს იღებენ. ამ წინააღმდეგობათა წყალობით, თევზები, მიუხედავად თავისი მშვიდი გარეგნობისა, ხშირად სულიერად ეწამებიან, შფოთავენ და ნაღვლობენ. ეს აგრეთვე ჰუმანიზმისაა და თავგანწირვის სიმბოლოა. განვითარებულ გონებასა და ძლიერ სკეპტიციზმთან ერთად სულიერად ფაქიზები არიან. ინტუიცია უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე ლოგიკა და ყველას ანცვიფრებენ თავიანთი წინასწარჭვრეტით. ამ ნიშნით დაბადებულთ უყვართ კომფორტი და მყუდროება. ისინი გულუხვები და სტუმართმოყვარეები არიან, აქვთ კარგი მეხსიერება და მეცნიერებისაკენ ლტოლვა. თევზები კარგი მუსიკოსები, მხატვრები და მოქანდაკეები არიან.
   
ქალი –თევზები. მას აშკარად გამოხატული ინდივიდუალობა და დახვეწილობა აქვს. ეს ქალები საყვარლები და მომხიბვლელები არიან, უყვართ სიმდიდრე, კომფორტი, საერთოდ ყოველივე ლამაზი. მათი ხასიათები და ჯანმრთელობა დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე. შავსა მთვარის პერიოდში ისინი სავსენი არიან სასიცოცხლო ძალებთ და ენერგიით. Aახალი მთვარის დაბადებისას მათ დაქანცულობა და აპათია იპყრობთ. მათ მდიდარი შინაგანი ცხოვრება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უმწიკვლო წარსულით არ გამოირჩევიან, მოქნილი და დახვეწილი ნატურის წყალობით მათგან შესანიშნავი ცოლები და დედები დგებიან.

ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება:
კუროსთან, კირჩხიბთან, თხის რქასთან, ღრიანკალთან და ქალწულთან შეუღლება ჰარმონიული იქნება.
ვერძი ძალზე იზიდავს თევზს, მაგრამ ხასიათთა შეუთანხმებლობა იჩენს ხოლმე თავს, ამიტომ მათი კავშირი ძალზე არაკეთილსასურველია. შაუკეთესო განწყობა აქვს ტყუპებთან. მათი კავშირი შესაძლებელია ორივე ნიშნის მოქნილობის წყალობით. კირჩხიბთან სასურველია მეგობრობა, თაანამშრომლობა და ქორწინება. მიუხედავად ლომსა და თევზებს შორის არსებული სიმპატიებისა და დიდი ლტოლვისა, ქორწინება მათ შორის არ არის რეკომენდირებული. ლომის იმპულსურობა და ვნებიანობა ზოგჯერ გაანაწყენებს ხოლმე თევზებს. თევზებს დიდი სიძნელეები ხვდებათ მშვილდოსანთან ურთიერთობისას. აქ ბედნიერი ქორწინება იშვიათია. ამ ნიშნებს შორის ფიზიკური ლტოლვა არ არის საკმარისი მტკიცე კავშირისათვის. ქალწულსა და თევზებს შორის ერთგვარი სიმპატიებია, თუმცა ფიზიკური ლტოლვა სუსტია, იგივე ითქმის სასწორზეც, თუმცა მათ შორის პატივისცემა და მეგობრობა  სუფევს. ღრიანკალთან კავშირი ჰარმონიული და მტკიცეა. მას ბევრი რამ აერთიანებს თხის რქასთან,ეს ნიშნები ერთმანეთისაკენ მიილტვიან და მათი ქორწინება ბედნიერების მომასწავებელია. მერწყულთან ქორწინება იშვიათად არის ჰარმონიული, რადგან ხელს უშლის მათი ნატურის მიუკარებლობა, ხოლო თვით თევზებს შორის იშვიათად მყარდება კარგი დამოკიდებულება.
          

ვერძი

(21 მარტი--- 20 აპრილი)
ცეცხლის ნიშანია.
მას მარსი მფარველობს.
ძლიერი ხასიათის გამო მბრძანებლური ბუნებისაა. ამ ნიშნით დაბადებულნი ძალითა და ენერგიით არიან დაჯილდოვებულნი. მათ ხელმძღვანელობის ნიჭი აქვთ, მამაკაცებიცა და ქალებიც ოპტიმისტები, პატივმოყვარეები და ნახევრადიმპულსურები  არიან. მამაკაცები გამოირჩევიან უტაქტობით, აგრესიულობით. ისინი არად აგდებნენ სხვათა ინტერესებს და ნება-სურვილს. მათ სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ და უყვართ მოქმედება. ვერძი ხშირად ვარდება მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან სულსწრაფია და დიპლომატიის ყოველგვარ უნარს მოკლებული. მისთვის ცხოვრების მთავარი აზრია შრომა. დიდი ნებისყოფით  იგი შეიძლება იყოს კარგი ექიმი, მხედართმთავარი, ჟურნალისტი, ადმინისტრატორი, მაგრამ ხელს უშლის დაუხვეწელობა და დესპოტიზმი.   
 
ქალი ვერძი. ამ ნიშნის ქალებს მუდამ აქვთ პროფესია. ისინი ადვილად ითვისებენ მამაკაცურ სპეციალობებს, ქორწინებაში ისწრაფვიან ლიდერობისაკენ.

ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება:
ლომთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან კეთილსასურველია  შეუღლება.
მერწყულთან და სასწორთან აქვს დიდი ფიზიკური ლტოლვა. არასასურველია მისი კავშირი თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან, ღრიანკალთან. გულგრილი დამოკიდებულება აქვს ქალწულთან და კუროსთან.

კურო 

(21 აპრილი__ 21 მაისი) 
დედამიწის ნიშანია.
მას მფარველობს ვენერა.
წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. 
ნატურით ემოციურია დედამიწის ნიშანს უნდა უმადლოდეს კურო, რომ ნებისყოფა და ცოცხალი გონება აქვს, მაგრამ ვენერა ანიჭებს სოლიდურ და პრაქტიკულ კუროს სირბილეს, კომფორტისადმი სიყვარულს, მგრძნობიარობასა და სიზარმაცეს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო გავლენა ართულებს კუროს ნატურას, მას უყვარს მატერიალური კეთილდღეობა და ამავე დროს ბედოვლათობა. მიისწრაფის სიმყუდროვისაკენ და ხშირად ფეთხუმია. მას ლტოლვა აქვს სიმდიდრისა, ყოველგვარი საზეიმოსა და თვალშისაცემისაკენ. მას ყველაფერში შეუძლია სიხარულის პოვნა, დედამიწისაგან იღებს ამოუწურავ ძალებს, გააჩნია ჯანსაღი ცხოველური ინსტიქტი.
კურო ჭირვეული და წვრილმანებში ჯიუტია, საერთოდ კი დამყოლი, მშვიდი და მომთმენი ხასიათისაა. მას უყვარს ურთიერთობის დამყარება გავლენიან და თანამდებობის პირებთან. ადამიანებთან ურთიერთობისას ელეგანტურობა და ხიბლი შეაქვს, მაგრამ ხშირად დაობს წვრილმანების გამო.
ამ ნიშნით დაბადებულთ უყვართ ხელოვნება და არქიტექტურა. ისინი შესანისნავი გამფორმებლები, დირექტორები, მკერავები და მზარეულები არიან.

ქალი კურო. ვენერა ამ ნიშნის ქალებს ქალურობას ანიჭებს. ის, რაც ამ ნიშნის მამაკაცებისათვის სისუსტის მანიშნებელია, ქალებისათვის — მომხიბვლელობაა. სეთი ქალებისათვის დამახასიათებელია ლამაზი ნივთების, ყვავილების, კაბების, სამზარეულოს და ღვინოების სიყვარული. ისინი აღატაკებენ თავიანთ მოტრფიალეებს. ასეთი ქალები ჩვეულებრივად ეჭვიანები არიან. თვითონ ქარაფშუტები, ხშირად ღალატობენ მას, ვინც ჭეშმარიტად უყვართ.

ნიშნების ერთიერთდამოკიდებულება:
კუროსათვის ჰარმონიულია კავშირი ქალწულთან, თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან.
არასასურველია კავშირი ლომთან, ღრიანკალთან, მერწყულთან. კუროსთან ბევრი რამ აქვს საერთო, მაგრამ ტყუპების ნიშნის მსგავსად, ხშირია ლინკლაობა.
  

ტყუპები 

(22მაისი—21 ივნისი)
ჰაერის ნიშანია.
მას მერკური მფარველობს. 
გაურკვეველი ხასიათისაა. უდმივად გაორებულია. თყუპები ჭკვიანები არიან და ინტერესთა ნაირფერობით, ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, ენებისადმი მიდრეკილება აქვთ. დვილად ეგუებიან გარემოს. ის საინტერესო პიროვნებაა, მომხიბლავი, დაუოკებელი ტემპერამენტით და, ამასთან გაუთვალისწინებელი რეაქციებით. ტყუპები მუდამ რაღაცით არიან გაღიზიანებულები. მათ აქვთ პერიოდები მწვავე მერყეობისა, რაც მაშინვე ავადმყოფობაში გადაიზრდება. თუ ამ ნიშნით დაბადებული ინტელიგენტია, იგი ძნელად ეგუება არსებულ საზოგადოებას. ს არის ნევრასტენიკის ტიპი, ხშირად შეპყრობილი სხვადასხვა მანიით. ტყუპების ნიშანი იძლევა გენიოსებისა და ნიჭიერი ადამიანების ყველაზე მეტ რიცხვს როგორც მეცნიერების დარგში, ასევე ლიტერატურასა და ხელოვნებაში. მათი შეყვარება ძნელია. ისინი ცდილობენ ხელიდან გასხლტომას და ტოვებენ ორჭოფულ მდგომარეობაში მათ, ვისაც იგი უყვარს. თვითონაც აქვთ სიყვარულის ნიჭი, ოღონდ იშვიათად იჩენენ სინაზეს.
ისინი ჟინიანივით ითხოვენ სიყვარულს, ალერსსა და ზრუნვას. შიში მარტოობის წინაშე ხშირად მიიყვანს ხოლმე თვითმკვლელობამდე. ისინი უპირატესობას ანიჭებენ უღიმღამო და არაფრისმაქნის ადამიანებს. მუშაობის დროს ხშირად სჭირდებათ თანაავტორობა. ისინი უფრო ადვილად აწვდიან იდეებს, ვიდრე ახორციელებენ მათ. ამ ნიშნით დაბადებულთ მიდრეკილება აქვთ ფილოსოფიისა და მათემატიკისადმი.
  
ქალი ტყუპები: შესანიშნავი ამხანაგია, ჭკვიანი, ცოცხალი გონებით. მათთან არ მოიწყენთ, ისინი ადვილად ეგუებიან ადამიანებს და საუბარი შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე. უყვართ დამოუკიდებლობა და თითქმის ყოველთვის აქვთ პროფესია. მათგან შესანიშნავი ადმინისტრატორები, კომერსანტები დგებიან. 
    
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება:
ყველაზე ჰარმონიული კავშირი აქვს კუროსთან, სასწორთან, მერწყულთან, ლომთან. ყველაზე არასასურველი — თევზებთან, ქალწულთან, მშვილდოსანთან. კუროსთან ჩვეულებრივ ურთიერთსიმპატიები ისახება, ვერძთან—მიმზიდველობა, ბედნიერია კავშირი ტყუპებთან.

 
   

კირჩხიბი

( 22 ივნისი—22ივლისი)
წყლის ნიშანია.
მას მთვარე მფარველობს. 
გულღია ხასიათისაა, მეოცნებე. კირჩხიბი ყველაზე გამოუცნობი ნიშანია ზოდიაქოს დანარჩენ ნიშანთა შორის, რადგანაც მასზე მთვარე მოქმედებს, რომელიც ასე უმწვავებს მგრძნობელობას. გარშემომყოფებს ისინი საიდუმლოებით მოცულები ეჩვენებათ. ესაა ადამიანები, რომელთაც ნაზი ნერვიულისისტემა და კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ.
   კირჩხიბი მამაკაცები ხშირად არიან ჰიპნოზისტები, ანდა მედიკები. კირჩხიბს უყვარს ბუნება. სამსახურში ზოგჯერ ცუდად გრძნობს თავს თავისი ხასიათის გამო, მაგრამ მას შესანიშნავი თვისებები აქვს: დახვეწილი ინტუიცია, მოთმინება და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა. ესაა მოაზროვნის ტიპი, ჭკვიანი მეცნიერის, მუსიკოსის და კეთილსინდისიერი მუშაკისა.

კირჩხიბი ქალი: მასზე იგივეს თქმა შეიძლება, რაც იყო ნათქვამი ამ ნიშნის კაცებზე. ამ ქალებს მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალიზმისა და თავგანწირვისაკენ. ისინი ერთგული ცოლები და შესანიშნავი დედები არიან. მოვალეპბის გრძნობა მათთვის უპირველესია. ისინი ხშირად გმირები ან ჭირვეული ქალები ხდებიან.
ნიშნების ურთიერთდამოკიდებულება:
განსაკუთრებით კეთილსასურველია კუროსთან, ღრიანკალთან, ქალწულთან და თევზებთან კავშირი.
არასაასურველია—სასწორთან, თხის რქასთან, ვერძთან, რადგან იდეალურად ვერ ეთანხმებიან ერთმანეთს და წინააღმდეგობები აქვთ მსოფლმხედველობაში. ვერძი ძლიერ იმპულსურია კირჩხიბისათვის, თუმცაა შეიძლება ძლიერი ლტოლვაც ჰქონდეს. იმისათვის, რომ კავშირი არ დაირღვეს, საჭიროა ორივემ აკონტროლოს თავისი ხასიათების სიჯიუტე. ტყუპებთან სულიერი სიახლოვე აკავშირებს.ლომი იზიდავს კირჩხიბს თავისი სიძლიერით, მათ შორის შეიძლება დამყარდეს თანამშრომლობა და მეგობრობა, მოსალოდნელია აგრეთვე ბედნიერი ქორწინება. თხის რქა  იზიდავს კირჩხიბს, მაგრამ ისინი თითქოს სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ღრიანკალთან ურთიერთლტოლვა აქვს. მშვილდოსანთ უყვართ დამოუკიდებლობა,ეს კი ანაწყენებს კირჩხიბს, მერწყულთან პატივისცემა და მეგობრობა აკავშირებს. თევზებთან ჰარმონიულ კავშირშია მეგობრობასა და სიყვარულში.

ლომი

(23 ივლისი—23 აგვისტო)
ცეცხლის ნიშანია.
მფარველობს მზე. 
ძლიერი ხასიათი და ნატურაა. ლომი ვარსკვლავთა მეფის – მზის მფარველობაშია, ამიტომ იგი ზოდიაქოს ცენტრალური ფიგურაა.ლომი ბრწყინავს და ჰაერში ლივლივებს.მას ძალიან უჭირს, რადგან ძალიანბევრ ძალ-ღონეს ხარჯავს. ლომისათვის უცხოა ეფექტები, იგი ბუნებრივია. მისი ძირითადი ნიშანია—სიკეთე. ლომი ტემპერამენტიანი და იმპულსურია. ფსიქოლოგიური ალღოს უქონლობის გამო ხშირად ცდება, ზოგჯერ კი ნამდვილ ტრაგედიამდე მიდის. თვითონ ლომი ერთგული მეგობარია, ოღონდ მერყევია. იგი 
გულუხვია, უყვარს სიმდიდრე და ფუფუნება, უწესობასა და მფლანგველობას იქამდე მიჰყავს, რომ სიღატაკეში მოკვდება. ამ ნიშნით დაბადებულნი ნებისმიერი პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა ხშირად ხელმძღვანელ პოსტებსაც იკავებენ.

ქალი ლომი: სიყვარულში  უღალატოა, არ ისწრაფვის გართულებებისაკენ. ძალიან ამაყია, შემთხვევით კავშირს არავისთან ამყარებს. ძალიან მომთხოვნია იმ ადამიანისადმი, რომელიც უყვარს და არ აპატიებს ღალატს. რასოდეს მიდის კომპრომისზე. არ იქორწინებს მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ თაავის რჩეულს უყვარს და ღირსია მისი.იგი შესანიშნავი დედა და დიასახლისია.
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება:
არასასურველია კავშირი კუროსთან, ღრიანკალთან.
სასურველია შეუღლება ტყუპებთან, სასწორთან მშვილდოსანთან. ვერძთან ბევრი რამაა საერთო ხასიათსა და ტემპერამენტში, სწრაფად აღეძვრით სიყვარული. კუროსთან შეუძლებელია კავშირი. მიუხედავად უდიდესი ფიზიკური ლტოლვისა, კუროს სიჯიუტე აღიზიანებს ლომს. ქალწულთან  რთული ურთიერთობა აქვს მისი ექსცენტრიულობისა და ნაკლებ ტემპერამენტიანობის გამო. მშვილდისანთან ბევრი რამ აქვს საერთო—ტემპერამენტის სართულისა და მსგავსების გამო. ორივენი გულღიები და უშუალონი არიან. თხის რქასთან კავშირი არცთუ შესაძლებელია, კეთილსასურველია მხოლოდ თანამშრომლობა და მეგობრობა. ღრიანკალთან კავშირი საეჭვოა.

ქალწული

(24 აგვისტო—23 სექტემბერი)
დედამიწის ნიშანია. 
პრაქტიკული ჭკუა და ღრმა ხასიათი. 
ქალწულის ნიშანი რეალობის, ლოგიკის, სიცხადის ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულნი ყველაფერში მკვეთრად გამოხატულ ქცევასა და სიზუსტეს ითხოვენ. აქვთ წესრიგის მანიაკალური მოთხოვნილება.დაჯილდოვებული არიან ანალიტიკური გონებით, მიდრეკილება აქვთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერებისადმი. ისინი, როგორც წესი დიდხანს ცოცხლობენ,  კინკლაობენ წვრილმანებზე. 
ქალწული ქალი:
ამ ნიშნის ქალები მომხიბვლელები არიან, თუმცა მათ არ ყოფნით ტემპერამენტი. უყვართ ფლირტი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უკან იხევენ. თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან თავიანთი სიმორცხვის გამო.

ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება:
არასასურველია კავშირი კუროსთან, ღრიანკალთან და კირჩხიბთან, რომელთანაც ბევრი საერთო აქვს. ქალწულის რაციონალიზმი მტკივნეულ დაღს ასვამს კირჩხიბის მგრძნობიარობას. ადვილად მეგობრდებიან ქალწული და ლომი, შესაძლებელია აგრეთვე ფიზიკური ლტოლვაც. სასწორთან ხშირად მოსდის ხოლმე კონფლიქტები. თვით ქალწულთან იშვიათია გაგება და სიმპატიები. ღრიანკალი იზიდავს ქალწულს, მიუხედავად განსხვავებული ტემპერამენტისა, შესაძლებელია ბედნიერი კავშირიც, თუმცა
მათ სრულიად საპირისპირო შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე. ქალწული დიდი ძალით იზიდავს მერწყულს, მაგრამ ხანგრძლივი კავშირი მათ შორის იშვიათია.
 

სასწორი

(24 სექტემბერი—23 ოქტომბერი)
ჰაერის ნიშანია.
ფარველობს ვენერა.
დაჯილდოებულია რბილი ხასიათით და ნათელი გონებით, გაწონასწორებულია, აქვს სიყვარულის დიდი უნარი, ელეგანტურია და ნატიფი. იგი ადვილად პოულობს ჰარმონიას ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც მას ავადმყოფობა, ანდა უბედურება ეწვევა. სასწორს არ უყვარს აყალმაყალი, უსიამოვნება, გართულებები. ყველაზე ძვირფასი მისთვის სიმშვიდეა. საზოგადოებაში სარგებლობენ სიყვარულით თავაზიანობის, მხიარული და კეთილი ხასიათის გამო. მათგან ბრწყინვალე ადვოკატები, დიპლომატები, ვაჭრები, მსახიობები და ადმინისტრატორები გამოდიან.
  
 სასწორი ქალი: ჩვენ მეორედ ვხვდებით ქალურობის უდიდეს ნიშანს. ვენერას მფარველობა ამ ქალებს მაცდურობას, ალერსიანობას და ჟინიანობას ანიჭებს. მათ გვიანობამდე ძილი უყვართ, სიგიჟემდე იტაცებთ სამკაულები, სამშვენისები და ტკბილეული. სულ მცირედი წინააღმდეგობაც კი მათში აღშფოთებასა და ცრემლებს იწვევს. ნებიერები და ეგოისტები, ბავშვებივით ალერსიანები და უაღრესად კეთილები არიან.
   ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება: სასურველია კავშირი ტყუპებთან. ლომთან, მშვილდოსანთან, მერწყულთან და ვერძთან. თხის რქასთან, კირჩხიბთან და კუროსთან--- არასასურველი. სამსაახურში თხის რქასთან ხელსაყრელ თანამშრომლობას ამყარებს. კეთილსასურველია მეგობრობა თევზებთან.


ღრიანკალი 

(24 ოქტომბერი—22 ნოემბერი)
წყლის ნიშანია.
ღრიანკალს ორი პლანეტა მარსი და ნეპტუნი მფარველობენ.
ძლიერი ხასიათისაა, ცხოვრებაც საინტერესო აქვს.ეს ორი გავლენა განაპირობებს მის ხასიათს. ღრიანკალი იბრძვის, იტანჯება, თავის თავს მოისაკლისებს და ფერფლისაგან აღდგება, და წარმოგვიდგება კონტრასტულ, ტემპერამენტიან, ძლიერ მომხიბვლელ, მაგრამ სასტიკ ტიპად.პირველი სიძნელე მისთვის ცხოვრებაა.ფიცხი ხასიათის გამო მას ბევრი მტერი ჰყავს, ხშირად არის გაღიზიანებული, მაგრამ თავის გესლს თავისკენ მიმართავს, მასშია რაღაც გამოუცნობი და მოუხელთებელი. მუდამ ეჩვენება, რომ თავს ესხმიან და როცა ეს ხდება, მისი მრისხანება მართლაც რომ საშიშია. სამსახურში ავლენს შესაშურ ნებისყოფას, არა აქვს ილუზიები, ნამდვილი მებრძოლია. ადამიანებთან მიმართებაში პატიოსანია. იგი შესანიშნავი ექიმი დიაგნოსტიკი და ქირურგი, გამომძიებელი ან ადვოკატი გამოვიდოდა.
ქალი ღრიანკალი. აქ ორი ტიპია და ორივე ძალიან ძლიერი ხასიათისანი. პირველი ტიპის ქალებს ფარული ტემპერამენტი აქვთ, ხოლო მეორე ტიპი—ჭეშმარიტად განგების ქალები არიან. პირველი ტიპის ქალებზე ვრცელდება ყვეაფერი ის, რაც მამაკაცებზე ითქვა, მათ ამოუწურავი ენერგია აქვთ, ისინი პარტნიორებს ძნელად პოულობენ. მათი ძლიერი ხასიათი იზიდავს სუსტ და პასიურ მამაკაცებს, რომლებიც ქალი ღრიანკალის წარმოდგენებს ვაჟკაცობაზე ნაკლებ ესადაგება. თუ ეს ქორწინება შედგა, იგი დაეხმარება ქმარს კარიერის მოპოვებაში. ამ ტიპის ქალებს ჩვეულებრივ ცეცხლივით უკვესავთ თვალები და დაბალი ხმა აქვთ. მათ არ უყვართ კეკლუცობა და კაბებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. Mმეორე ტიპის ქალები კი პირიქით- კეკლუცები და ამასთანავე ძუნწები არიან. მათ უბედურება მოაქვთ მათთვის, ვისაც ისინი უყვართ.
 
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება: 
სასურველია კავშირი თევზებთან, თხის რქასთან, ქალწულთან, კირჩხიბთან, მერწყულთან. ლომთან და ვერძთან კავშირი უბედურების მომტანია.

ერთმანეთს ვერ ეგუებიან ღრიანკალი და კურო თავიანთი ხასიათების მსგავსების გამო. ტყუპებთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მაინც დაძაბული. კირჩხიბთან შეიძლება აღიძვრას ბედნიერი და ხანგრძლივი კავშირი, რადგან უნარი აქვს შექმნას ინტიმურობისა და გულითადობის ატმოსფერო. სასწორის მსუბუქი ხასიათი გულზე არ ეხატება ღრიანკალს, სასწორს კი ეშინია მისი ძალზე ვნებიანი ხასიათისა. ღრიანკალსა და ქალწულს შეუძლიათ მტკიცე და ბედნიერი კავშირის შექმნა, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ. კინკლაობა რომ არა, ღრიანკალი და მერწყული ბედნიერ ოჯახს შექმნიდნენ.
  

მშვილდოსანი

(23 ნოემბერი—21დეკემბერი)
ცეცხლის ნიშანია.
მას იუპიტერი მფარველობს.
გაწონასწორებული ხასიათი აქვს. ფილოსოფიური ბუნებისაა. ბედნიერებისა და კეთილდღეობის პლანეტა იუპიტერი მფარველობს მშვილდოსნის ნიშანს. მისი სიმბოლო ლამაზი და მრავალმნიშვნელოვანია—კენტავრი, რომელიც უმიზნებს უხილავს. სწორედ კენტავრი განაპირობებს მშვილდოსნის ორმაგობას. ერთი მხრივ –ძლიერ განვითარებულია, მეორე მხრივ –პრიმიტიული. მეორე ტიპის მშვილდოსანს არ უყვარს ცივილიზაცია. მას დიდი ცხოვრებისეული ძალა აქვს, ძალიან აქტიურია,

სიყვარული ახსნა


                                                                                           სიყვარული ახსნა
სიყვარულის ახსნა- ეს მომენტი, ამაღელვებელი, დაუვიწყარი იმისთვის ვინც აღიარებს თავის გრძნობებს და იმისთვისაც ვინც არის აღიარების ობიექტი. როგორ დავგეგმოთ ეს მომენტი, ისეთად, რომ დიდხანს დაგვამახსოვრდეს, და ყველაზე მთავარი – მოგვცეს საჭირო შედეგი (მოლოდინში გათანგული “მეც მიყვარხარ” პასუხად?)
პოსტში შემოგთავაზებთ სიყვარულის ახსნის, რამდენიმე ვარიანტს.
მაშ ასე სიყვარულის ახსნის ხერხები.

1 ვარიანტი:
ვახშამი სანთლის შუქზე, რომანტიული გარემო, სასიამოვნო მუსიკა, ვარდების თაიგული, შამპანიური და ნელი ცეკვის დროს ყურში ჩაჩურჩულებული ” მე შენ მიყვარხარ”
- ეს არის კლასიკური სიყვარულის ახსნის მთავარი დეტალები.არ სჭირდება დიდი ფანტაზია, წინასწარი მომზადება და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ( ნუ ეხლა უიშვიათეს კონიაკს და ვარდს თუ არ მოინდომებ და შერატონში არ გააქანებ) თან დამჯიერეთ ესეთ ვარიანტი უჭველი წაგების გარეშე მთავრდება.
მაგრამ კლასიკური სიყვარულის ახსნა შეიძლება მოგვეჩვენოს სტანდარტულად, მოსაწყენად და ადვილადგამოსაცნობად. დასკვნა: ეს ვარიანტი გამოდგება კონსერვატიული, და სერიოზული ნატურებისათვის და ვინც ასეთ “შაბლონურ” სიყვარული ახსნას ამჯობინებს.
2 ვარიანტი:
თუ თქვენი სიყვარულის ობიექტი – გამოუსწორებელი რომანტიკოსია, რომელიც ღაპაღუპით ღვრის ცრემლებს მელოდრამის ყურებისას და პხრავს ოცნებებში გაფანტულად სენტიმენტალურ დეტალებზეც კი, აუხსენით მას სიყვარული რომანტიულ გარემოში.ბუნებაში სეირნობა ფაიტონით, ვახშამი ძველ სასახლეში, მდინარეზე ნავით სეირნობა.. ხოლო სიყვარული შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს მიერ შედგენილი ლექსით, ან ნამღერი რომანსით. ხოლო მის წინ მოხრილი მუხლი და აციმციმებული თვალები უდიდეს მუხტს შემატებს ამ ყველაფერს


3 ვარიანტი:
თუ თქვენი მეორე ნახევარი – ფეთქებადი ნატურაა, ემოციური, რომელიც ამოჯობინებს მწვავე შეგრძნებებს, მაშინ სიყვარულის ექსტრემალური ახსნა საუკეთესო ვარიანტი იქნება.სიყვარულის ახსნა საჰაერო ბუშტზე ფრენისას, ან პარაშუტიდან გადმოხტომისას, ცათამბჯენის სახურავზე ან მიწისქვეშა გამოქვაბულში – მთავარია, რომ თქვენვე იყოთ ამ ექსტრიმისთვის მზად და არ დაგავიწყდეთ სამი ჯადოსნური სიტყვა : “მე შენ მიყვარხარ” ადრენალინის დიდი დოზის ქვეშ.


4 ვარიანტი:
თუ თქვენ მორიდებული ბრძანდებით და იცით, რომ თქვენს სატრფოს უყვარს სიურპრიზები, თქვენ ესეთი ახსნა გამოგადგებათ.
შეუკვეთეთ ბიგბორდი სიყვარულის ახსნით, ან შეუკვეთეთ სიმღერა რადიოში, გაუგზავნეთ მას ყვავილების კონა პატარა წერილით, გაუგზავნეთ ტორტი წარწერით “მე შენ მიყვარხარ”, გაუგზავნეთ სმს ან უბრალოდ მისი ფანჯრის ქვეშ ახალდათოვლილზე დაწერეთ. ესეთი სახის ახსნისათვის ბევრი ვარიანტია, აირჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.


5 ვარიანტი:
შეიძლება ასევე დაუგეგმავი ეწოდოს. არ საჭიროებს არავითარ წინასწარ მომზადებას და ფინანსურ ხარჯებს, ამის განხორციელებისათვის ამ სტატიიის წაკითხვაც არაა საჭირო ( კაით ეხლა გააგრძელეთ კითხვა). ისე, უმეტესად, ასე ხდება ხოლე- მოულოდნელად იხსნება სიყვარული. უბრალოდ თქვით ეს სამი ჯადოსნური სიტყვა, ნებისმიერ წუთს, როდესაც გაგიხარდებათ..
ოღონდ ერთი რჩევა – არ შეიძლება “გუშინ მაგარ ფილმს ვუყურე, უი მართლა მე შენ მიყვარხა, ხოდა ამ ფილმში… ” – ესეთმა საქციელმა შეიძლება “ის” გააღიზიანოს, და აფიქრინოს, რომ თქვენთვის ეს სიტყვები არაფერსაც არ ნიშნავს, ნუთუ ასე ადვილად ისვრიან ამ სიტყვებს?
დაუგეგმავის სიყვარულის ახსნისასაც უნდა გამოაჩინოთ თქვენი გრძნობების სიღრმე და ჭეშმარიტება.
და კიდევ ერთი რჩევა, მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყვეთ თქვენ აუხსნათ “მას” სიყვარული, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ მოგცეთ დადებითI პასუხი. დაადეთ ტაბუ “და შენ გიყვარვარ” , “და შენ რას გრძნობ” და ა.შ. ამ დროს თქვენ უხსნით მას სიყვარულს – და ეს არ ხდის მეორეს აუცილებელს, რომ თქვენს სიმპატიებს იმავე დღესვე უპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულში გამოტყდომით, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებ – და უფრო მეტად არ გაუუარესოთ მას სიტუაცია, ზედმეტი კითხვებით.

წმინდა ვალენტინის დღე

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — კათოლიკური დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალსაღინიშნება. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა.
ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათისღია ბარათებს.

ი ს ტ ო რ ი ა 

ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს
ლუპერკალია - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახლდათ რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.
494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი 1თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.

თანამედროვეობა

1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუპერკალიის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.
მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა....

                                                                               
 გამოყენებული ლიტერატურა:ვიკიპედია

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?
აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.
მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.
როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.
ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.
რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.
დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს – 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) – 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის – 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.
ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა წმიდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და აღორძინებას. იგი არა მარტო თბილისის მფარველია, არამედ ანიჭებს ადამიანებს შვილიერებასა და ოჯახურ ბედნიერებას. და რაც მეტად ცხოვრობს ადამიანი ღვთისთვის სათნოდ, მით მეტად ეძლევა მას წყალობა ღმერთის წმიდანების და მათ შორის წმიდა მამა დავით გარეჯელის. მამა დავითი, ყველა ჩვენგანის დიდი მოძღვარი, შემწეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და შვილიერებას დღესაც უხვად ანიჭებს მასთან საშველად რწმენით მისულ თვითოეულ ჩვენთაგანს. ნუ დაივიწყებთ მას, სასოებით ევედრეთ, ის ხომ ჩვენთვის ლოცულობს ღვთის წინაშე, ჩვენთვის ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს შესთხოვს უფალს.
ნინო ღამბაშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი


                                                                    გამოყენებული ლიტერატურა:http://orthodox-geo.com/

Tuesday, April 3, 2012

ჩემი

April 4, 2012

პროექტის პრეზენტაცია

სიყვარულის ცნება(მოკლედ)


სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).
სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).
სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.
სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.
არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციისარსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.



                                                                                                    გამოყენებული ლიტერატურა
                                                                                                                                    wikipedia
პირველი პოსტი
04.03.2012