ჩანახატები


                                                            *  *   *

კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...

პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
მომაბეზრა თავი ტკივილმა...
საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?...
ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...
მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...
შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავლის დღესასწაული!.. 
სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს...
ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის...
ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
ახლა მარტო ვარ...
დარდი მივსებს ცარიელ დღეებს...
ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს...
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული...
და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...


                                                         *  *  *                
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?
მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები !
ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად...
ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე,
ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...
ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ მჭირდები



                                                              *  *  *


_რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა.
__ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ.
__მაინც რაზე?__დაინტერესდა...
__ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო...
  ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად.
__მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა.
__ჩუმი-თქო, ჩუმი... შენთვის უნდა გინდოდეს, მალულად, უკვე გამხელილი__ოცნება კი არა ჩვეულებრივი სურვილია, ასრულებადი...
__ანუ აუსრულებელზე უნდა იოცნებო?__გაუკვირდა ბიჭს.
__გააჩნია
ოცნებას. აუსრულებელი, ასრულებადი__ბევრნაირია ძალიან, მაგალითად, ”პირადი
სერიოზული”, როცა ბავშვს ნაჩხუბარი დედ-მამის შერიგება უნდა; ”არაპირადი
სერიოზულია”, რომელიც ეხება მაგალითად, სამშობლოს. 
  ”პირადი არასერიოზულია”, ფერადია ოცნება, რომელიც ეხება რაღაც მატერიალურს.
  ეეჰ!.. რამდენნაირია კიდევ...
__კიდევ?
__ჰო, შურისძიების ოცნება, გაახალგზრდავების ოცნება. 
__ჰოო...
არასდროს მიფიქრია ამდენნაირი ოცნება თუ არსებობდა.___ჩაფიქრდა და ცოტა
ხანში სთხოვა:__მითხარი ერთი ”არასერიოზული” ოცნება შენი, იქნებ არც ისეთი
აუსრულებელია...
__არა, არა!..__იუარა გოგომ. 
  ვერასდროს აასრულებ__დააყოლა ჩუმად.
__რატომ?
__არფ გეყტყვი და იმიტომ...
__კარგი... და ოცნებაზე ასე სერიოზულად როდოს დაფიქრდი?
  რამდენნაირიაო, სხვადასხვა სირთულის, სიმძიმისო...
__როდის?__მაშინ, როცა პირველად ჩავხედე თვალებში წვიმას...
__წვიმას? თვალებში? ეე, რა უცნაური ხარ...
  შესახედავადაც...

რაღაცნაირი მწვანე თვალები, სასაცილო წარბები__ხან მჭმუნვარედ შეკრული,
დასაქუხებლად მომზადებული ღრუბლებივით, ხანაც__გახსნილი, პირმცინარი
მზესავით ანათებს მაშინ ეგ ალუჩისფერი თვალები, და პაწაწინა,
ძლივსშესამჩნევი ხალები ლოყაზე, სულ სამი, საამი...
  თხელი, ოდნავკეხიანი ცხვირი, სიფრიფანა ნესტოებით და მხრები... ლამაზი, გაშლილი, ამაყი. მაგრამ მაინც უმწეო, ფაქიზი...
__და შენი ოცნება რა არია?__შეაწყვეტინა გოგომ.
__მოიცა,
დამამთავრებინე, ახლა აღვწერ ჩემს ოცნებას!..__და გააგრძელა__ გრძელი,
თხელი თითები და გრილი ხელისგულები...__შეჩერდა და გადაწყვეტილებასავით
დასძინა, თან თვალები გაუსწორა__მეოცნებე გოგონავ, მე სულ შენთან
ვიქნები...


*  *  *
ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?



*  *   *
ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით
რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს..
ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას
განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს
შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს
საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და
გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს
ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა
საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა
და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ,
ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა
შეგვიყვარდეს...
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით..
სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული..
ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის
აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ...
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს..
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!!






*  *  *
არვიცი...რატომ...მაგრამ... 

რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც
მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ
იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე
შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ
არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის
თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა
ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც
კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ
სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ
ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა
ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე
მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ
როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის
შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი
სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი ბიჭი ასე
ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის
მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა
ვთქვა. 


არა?!_იცი რას ვიზამ? 


შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”






*  *  *

შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზგაპარს წამრცურცლებს შეგამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი, მატყუარაც კი მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მფეთქავი..



*  *  *
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში….

დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო…

იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ…

მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა…
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში…

...სიყვარულის პულსს კი ვეღარ შეანელებ…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა ტკივილი დაივიწყო, ხან კი... მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით, სიძულვილით აგავსებს…პირველ რიგში საკუთარი თავისადმი…და ერთი წამითაც აღარ შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად…

მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა…

ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუა… თუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება…
"თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი,
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...?





*   *  * 

ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება... ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით... იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი. მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები "ერთადერთი" ან "სანუკვარი" მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა "ის ჩემი სიზმარი იყო" და ყველაფერი გასაგები იქნება. ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე. როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: "მიყვარხარ!" მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა... ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: "მეც". ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო... ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო... მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე. ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: "შენ ჩემი სიზმარი ხარ". მიპასუხა: "ოღონდ არ გაიღვიძო". ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. "კომაა, - თქვა ექიმმა, - არაფერი ესმის." სულელი! - გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი კაცი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: "არ მიმატოვო!" ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი... მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: "ძლიერი ტკივილი ხანმოკლეა!" როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა... და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა... ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება... შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: "გამიშვი!" ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ ეწერება: "გიშვებ..." —











1 comment:

  1. ეს არის ჩვენება, რომელსაც ყველას ვეტყვი, რომ მოისმინოს. მე ოთხი წელია დაოჯახებული ვარ და ჩემი ქორწინების მეხუთე წელს, კიდევ ერთ ქალს ჰქონდა შელოცვა, რომ ჩემი საყვარელი მომეშორებინა და ჩემმა ქმარმა დამტოვა მე და ბავშვები და ორი წელი ვიტანჯეთ, სანამ პოსტს არ ვგულისხმობდი კაცი DR WALE დაეხმარა ვინმეს და მე გადავწყვიტე, რომ დამეხმარებინა ჩემი სიყვარულის ქმარს სახლში მოყვანაში და მერწმუნე, მე მას და ჩემი ქმრის სურათს ვუგზავნი და 48 საათის შემდეგ, როგორც მან მითხრა, ვნახე მანქანა სახლში შეიყვანა და აჰა, ეს ჩემი მეუღლე იყო, ის ჩემთან და ბავშვებთან მოვიდა და ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ თქვენგან ყველა მსგავსს შეხვდება ამ კაცთან და თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარ თავს დაუბრუნდება. დაუკავშირდით მის WhatsApp / Viber +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com

    ReplyDelete